პრემიერ-მინისტრისგან რომ წერილი მიიღეთ ქალბატონო პრეზიდენტო, კითხვები არ გაგიჩნდათ? – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის საგანგებო სესიაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„პარლამენტი არაადეკვატურად იქცევა და აცდენილია საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესი არის სწორედ ის, რომ მიიღოს ინფორმაცია, ჩვენი ინტერესიც ის არის, რომ მივიღოთ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და ამოკრებილად არ ვეძებოთ მედიაში განცხადებები.
მე ქალბატონ პრეზიდენტთანაც მაქვს კითხვა, როცა მან მიიღო პრემიერ-მინისტრისგან წერილი, სადაც არანაირი კონკრეტიკა არ არის, თუ რა მდგომარეობის, რამდენი ინფიცირებულის, რამდენი დატვირთული საწოლის შემთხვევაში მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა, ასეთი წერილი რომ მიიღეთ ქალბატონო პრეზიდენტო, კითხვები არ გაგიჩნდათ? რაიმე ციფრებზე ამ ქვეყანაში იქნება საუბარი თუ „მოდით ახლა ასე ვქნათ“- ამაზე უნდა იყოს? მგონი, არადეკვატურობის იქით არის ეს ყველაფერი,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.