მსახიობი, კინოდოკუმენტალისტი, ამირან ამირანაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“კალაძემ შაბათ -კვირას მანქანები ხო არ ავკრძალოთო – იკითხა.
მოიცა და მე რო შაბათ კვირას სოფელში დავდივარ, სადაც 60 ძირი ხეხილი წყლის დასხმას ელოდება და დანარჩენი ნათესები გათოხნა, დაბარვას – რა ვუთხრა – არ გეკუთვნითო? ხო კიდე, ქალაქგარეთ გასეირნება თუ მოგვინდა ოჯახთან ერთად ბუნების წიაღში ან ისტორიული ძეგლების მონახულება და კიდევ მრავალი რამ ეგ როგორაა?! და კიდე, ტურისტები ტაჩკით ატარეთ, ტაჩკით და მეტროს სადგურები ათვალიერებინეთ. ტოკიოში, შანხაიში, მოსკოვში, ნიუ იორკში ერთ ქუჩაზე ცხოვრობს იმდენივე ხალხი, რაც მთელ საქართველოშია და არავინ არ ზღუდავს მანქანით მოძრაობას. დაფიქრდით, ხალხი ისედაც გაღიზიანებულია და სამართლიანადაც, ამ კერძო მანქანებით გადაადგილების აკრძალვით და დამატებით ნუ აღიზიანებთ. სიყვარული ძალიან ადვილად გადადის სიძულვილში და დედების მოკითხვაში…”-წერს მსახიობი.