თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქათამაძემ, მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დაწვის ფაქტზე დაკავებულ ბადრი ქათამაძეს აღკვეთი ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ბაჩო ქათამაძემ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა და facebook-ში აჩვენა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო.
ipress.ge