მთავრობა ცეცხლს ეთამაშება – ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მოთხოვნები დააყენა

მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის რეალიზებასა და შეზღუდვების მოხსნას ითხოვს (ვიდეო იხ. აქ).

მარნეულის ადგილობრივი რადიოს ინფორმაციით, შეკრებილები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რაიონიდან მათი პროდუქტების გატანას ვერ უზრუნველყოფს და ამის სადემონსტრაციოდ, აქციის მონაწილეები ადგილზე პროდუქტებით მივიდნენ.

ჟურნალისტის თქმით, მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებს და მათ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისვლას და მათგან პასუხის მიღებას ელიან.

bm.ge