ქართული ტურიზმის სფერო კარანტინის ხარჯზეღა არსებობს (ჯერ კიდევ)

საკარანტინე სივრცეების მოწყობით 2500-ზე მეტმა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“2020 წელი უდაოდ იქნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლების მქონე ტურისტული წელი ჩვენი ქვეყნისთვის, რის მისაღწევადაც ჩვენ ყველამ ერთად თავდაუზოგავად ვიშრომეთ გასულ, 2019 წელს. საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ინერციით რომ არ იზრდება ეს ძალიან რთულმა, 2019 წელმა განსაკუთრებით ნათლად დაანახა ყველას ვინც მუდმივად ცდილობდა ამ “შეხედულებით” ინდუსტრიის დაკნინებას. ჩვენი სფერო ერთ-ერთი განსაკუთრებულად კონკურენტუნარიანია მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად, ქვეყანა და მისი კერძო სექტორი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს იმისთვის რომ ბაზრის წილიც პროპორციულად იზრდებოდეს. საქართველო ამის ნათელი მაგალითია.

რა ხდება ახლა – შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობია ის ფაქტი რომ პრემიერ მინისტრის დავალებით, ტურიზმის ადმინისტრაცია კარანტინების პროექტის მართვით არა მხოლოდ ასრულებს მნიშვნელოვან როლს COVID-19 ბრძოლაში არამედ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერა პირდაპირი ინსტრუმენტებით:

✅83 სასტუმროს სრული დატვირვით ფუნქციონირება
✅დასაქმებულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული 2,500 ადამიანზე მეტი მთელი საქართველოს მასშტაბით
✅მუდმივ გამოყენებაშია სოფლის მეურნეობის პროდუქტები
✅ჩართულია სხვადასხვა ბიზნესები – სატრანსპორტო, ქეითერინგი და ა.შ

ეს არის ზუსტად ის რაც ახლა სჭირდება ტურიზმის ინდუსტრიას. მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი შესაძლებლობები შემოსავლების მიღების ახლა და ამჟამად (რომ არაფერი ვთქვათ იმ საშეღავათო პირობებზე რომელიც საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიისთვის შეიმუშავა – საგადასახადო თუ სესხების სუბსიდირების კუთხით). დიდი მადლობა ეკუთვნით კარანტინის პროექტში ჩართულ უკლებლივ ყველა სასტუმროს რადგან ისინი არა მხოლოდ გვერდში დაუდგნენ ქვეყანას და გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა არამედ პროექტის მეშვეობით განაგრძეს თანამშრომლების დასაქმება და მათთვის ხელფასების შენარჩუნება.

bm.ge