საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში მათი რაოდენობა 111-ს შეადგენს.
რაც შეეხება დაინფიცირებულებს, ამ დროისთვის სულ 319 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში.
კარანტინის რეჟიმში – 5 223 ადამიანი იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.