პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ზურაბ ხაჩიძე იქნება.
ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტმა უნდა იმსჯელოს დეპუტატის ადგილმონაცვლის შესახებ, რომელიც “ქართული ოცნების” პროპორციული საარჩევნო სიის მიხედვით სწორედ ზურაბ ხაჩიძეა.
ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატის ვადაზე ადრე დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 12 დეკემბერს მიიღო, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა.