გახარიას ბრიფინგით კმაყოფილი ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”კრიზისის ეპოქა – კრიზისულ გეგმას ვუსმინე და პირველი შთაბეჭდილებებია. ფიზიკურად გადავრჩებით, ვირუსსაც და შიმშილსაც, საარსებო პირობები უზრუნველყოფილია – კაი ცხოვრებაზე არაა ლაპარაკი! – ეგ გაითვალისწინეთ! ბრძოლა გადარჩენაზეა და არა ფუფუნებაზე!
ეკონომიკაში არის შანსი, ძირეულად გასწორდეს წლობით გაუკუღმართებული მიდგომები – ფერმერებსა და ადგილობრივ მეწარმეებს, ინოვატორებს ფორა ეძლევათ – ადგილობრივ ბაზარზე მაინც!
დანარჩენი – გადაეწყეთ ახლა: იშრომეთ, ეკონომიურად იაზროვნეთ და ხარჯეთ, დაემშვიდობეთ გუშინდელ ჩვევებს – მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებები, პრესტიჟის ეკონომიკა და ა.შ. და ა.შ. კაი ხნით დაივიწყეთ.
წარმატებებს გისურვებთ!” – წერს ჟურნალისტი.
საინტერესოა, მადამ კურდღელაშვილი თავად რას აპირებს, როდესაც ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, წარმატებებს გვისურვებს? ბოსტანში იმუშავებს თუ ყანაში? თუ ნაც-ქოცების მიერ გახსნილ ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმდება? არადა, რატომღაც გვგონია, რომ ისევ და ისევ, სოროსის გრანტებით დაფინანსებულ მასმედიაში გადმოაფრქვევს ძვირფას აზრებს!