“კოვზის” თემა გახარიას ბრიფინგზეც გაჟღერდა – პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდა

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერის დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის ეკონომიკური გეგმის და საგანგებო მდგომარეობის განხილვას შეეხებოდა, იმის დრო მაინც გამონახა, რომ წმ. ზიარებისთვის შეეტია.

ე. წ. ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს ჰკითხა აზრი იმის თაობაზე (!) , გადადის თუ არა კორონავირუსი ზიარების საერთო კოვზის საშუალებით.

პრემიერმინისტირს პასუხი: “გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური დისტანცია არ არის დაცული, ამ შემთხვევაში, საფრთხე არსებობს”.

რაც ერი – ის ბერიო, რაც ჟურნალისტი – ის პრემიერიო…