როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელები ძალზე შორს არიან იმისგან, რომ რაიმე წვლილი შეიტანონ “კოვიდ19”-თან ბრძოლაში. მათ არ სურთ ან არ შეუძლიათ, დახმარება აღმოუჩინონ მსოფლიო მეცნიერებას.
კომპანია “გილიედ საიენსის” ექსპერიმენტარული პრეპარატის, “რემდესივირის” პირველი კლინიკური კვლევა, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის ერთ-ერთ პოტენციურ და ყველაზე წარმატებულ საშუალებად მოიხსენიებდნენ, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ Financial Times ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანახმად, ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ “რემდესივირი” არ აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას და ასევე არ ამცირებს სისხლძარღვებში პათოგენების რაოდენობას.
კვლევაში 237 პაციენტი მონაწილეობდა. მათგან 158-ს “რემდესივირით” მკურნალობდა, ხოლო კვლევის დასრულებისას მათი მონაცემები დანარჩენი 79-ისას შეადარეს და გაუმჯობესება არ აღინიშნა. ზოგიერთი პაციენტის ორგანიზმში პრეპარატმა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები აჩვენა, რის გამოც 18 პაციენტი კვლევას გამოეთიშა.
კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანია “გილიედ საიენსის” აქციები 6%-ით დაეცა.
აღსანიშნავია, რომ “რემდესივირს” დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. აცხადებდნენ, რომ კომპანია “გილიედ საიენსის” ექსპერიმენტარული პრეპარატით მკურნალობამ აჩვენა, რომ კრიტიკული პაციენტების ორი მესამედის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, ამის მიუხედავად პრეპარატმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი ვერ გადალახა.
შეგახსენებთ, რომ “გილიედ საიენსი” (Gilead Sciences) – ამერიკული ფარმაცევტული გიგანტია, რომლის ერთ-ერთი მფლობელია აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი (ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციაში) დონალდ რამსფელდი. ეს კომპანია თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიას” აწვდიდა პრეპარატს სახელწოდებით “სოვალდი”, რომელიც საცდელ რეჟიმში გამოიყენებოდა C-ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს მოაქალაქეებზე.
საქართველოს უშიშროების დევნილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციით და მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ ექსპერიმენტის შედეგად გარდაიცვალა 49 საქართველოს მოქალაქე. “ლუგარის ლაბორატორია” უარყოფს ამ ინფორმაციებს.