კომერციულ ბანკებს 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი მიეწოდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბანკებისთვის ლარის რესურსს ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებს გაუჩნდებათ ხელმისაწვდომი ლარის შედარებით იაფი რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაცემული იქნება პირველ რიგში ეკონომიკაში“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერი არ აზუსტებს (და არც ფიქრობს), აქამდე რა პირობებით უშვებდნენ ფულს ეკონომიკაში ეს ბანკები – უზარმაზარი პროცენტებით, რის პირობებშიც აზრი ეკარგება სერიოზულ კომერციულ პროექტებს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვა დარგებში. ნაცვლად ეკონომიკაში (განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობაში) სახელმწიფოს როლის გაძლიერებისა, მთავრობა ისევ ბანკების იმედად რჩება, რაც პრინციპული შეცდომაა.