რუსეთის მოქალაქეობის მიღება არსებითად იოლდება – პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ. დოკუმენტი ეხებათ უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობენ.

იმისათვის, რომ ამ კატეგორიამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს, აუცილებელი აღარ არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარის თქმა. ასევე ის პირები, რომლებიც დაბადებულნი არიან საბჭოთა კავშირში და მის ყოფილ რესპუბლიკებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ რესპუბლიკების მოქალაქეობა არ მიიღეს, აღარ არიან ვალდებულნი, დაცული ჰქონდეთ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრების სამწლიანი ვადა განცხადების ჩაბარებამდე. მათ არც კანონიერი შემოსავლების ქონის დადასტურება სჭირდებათ.