უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის მანძილზე, თვეში 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში – 200 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.