ვინ ამხილა გახარიამ საშვით უკანონოდ სარგებლობისთვის?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი მედიის საშვებს იყენებს.

„სპეციალურად ამოვიღე – ყველაზე დიდი რაოდენობა საშვების მედიას გაქვთ.

ასობით კი არა, ათასობით.

ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედია და სინამდვილეში პოლიტიკოსმა ეს ყველაფერი Live-ების დასადებად გამოიყენა“,- განაცხადა გახარიამ.

ვინ არის პოლიტკოსი, ვინც მედიის წარმომადგენლის საშვით გადაადგილდება? ეს პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ცნობილია, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში საკუთარ „ფეისბუქზე“ live-ჩართვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, გიორგი ვაშაძეს ჰქონდა.

“პრაიმტაიმი”