დღეს 16 გამოჯანმრთელებული ადამიანი დატოვებს კლინიკას – რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ 11 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„ამ ეტაპზე გვყავს 112 პაციენტი, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში ისევ გვიწევს 8 პაციენტი, დამატებით არც ერთი შემთხვევა არ დამძიმებულა, 3-ის მდგომაროება რჩება მძიმე, 5-ის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურად რჩება დადებითი დინამიკით კლინიკური მახასიათებლებით. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტეპზე რჩება სტაბილური.

44 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ 7 ახალი პაციენტი და ამ დრომდე არ დასტურდება არც ერთთან არანაირი გართულება.

რაც შეეხება გაგზავნილ პასუხებს, ყველაზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ამ ეტაპზე უკვე მიდის 5 პაციენტი კლინიკიდან კორონავირუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს, იმედი გვაქვს, რომ 11-ვე მოვა უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა.