კახეთში COVID-19-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
36 ნიმუში, რომელიც გუშინ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს კორონავირუსზე ისევ უარყოფითია. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.
საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება დღესაც მოხდება, როგორც ე.წ ცხელების ცენტრებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
ბოლო ცნობებით, რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის 10 საკარანტინო ზონაში 582, ხოლო თვითიზოლაციაში 12 ადამიანი რჩება. სპეციალისტების მეთვალყურეობა კი 4 მოქალაქეს მოეხსნა.
წყარო “ალია”