ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ფულადი დახმარების მისაღებად

თვითდასაქმებულებს რომელებმაც შემოსავალი დაკარგეს ამის დადასტურება გარკვეული დოკუმენტებით მოუწევთ.

საჭიროა ცნობა სამსახურის შესახებ, საბანკო ჩარიცხვების ამონაწერი და პირადი მონაცემები. ტექნიკურად საბუთების ატვირთვა მოხდება სპეციალურ ვებ გვერდზე ან პირს შეუძლია მასთან ახლომდებარე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიმართოს. თითოეულ განაცხადს სპეციალური კომისია შეისწავლის და საბოლოო სიებს შეადგენს, ვის ჩაერიცხება ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება. რისთვისაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებას ხელზე იღებდნენ და საბანკო ჩარიცხვები არ აქვთ, შიშობენ, რომ შემოსავლის დაკარგვასთან ერთად სამომავლოდ მუდმივ სამსახურსაც დაკარგავენ. მთავრობის მხრიდან ერთჯერად 300-ლარიანი დახმარების გამოყოფას ნაწილი საკმარისად არ მიიჩნევს.

თვითდასაქმებულებისგან განსხვავებით შემოსავლების დადასტურება არ სჭირდებათ იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს. რადგან შემოსავლების სამსახური ყოველთვიურად იღებს დამსაქმებლისგან ინფორმაციას, რამდენი დასაქმებული ყავს კომპანიას, ვინ არის გათავისუფლებული და ვინ უხელფასო შვებულებაშია. შესაბამისად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასაქმების სააგენტო მოახდენს რეაგირებას და უმუშევრად დარჩენილი 350 000 მოქალაქე 1200 ლარიან დახმარებას – 6 თვის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით მიიღებს.

რაც შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არსად არ არიან რეგისტრირებული და ჰქონდათ შემოსავლები. ამ შემთხევაში მათ იურიდიული პირებისგან სჭირდებათ დადასტურება იმის, რომ მათ შემოსავლები ჰქონდათ.

სიის გაფართოებას და უმუშევრად დარჩენილთა კატეგორიაში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ჩასმას მოითხოვს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია. ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა გიდებისთვისაც შესაბამისი თანხები უნდა გამონახონ.

დახმარებას მიიღებს სოციალურად დაუცველი პირების ნაწილი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები. მათთვის 600-ლარიანი დახმარება გამოიყო და მათ თვეში 100 ლარი დაერიცხებათ. დახმარებას მიიღებენ ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ამ მიზნით ბიუჯეტიდან, 360 ათასი მოქალაქისთვის 83 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება კომპანიებს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით კომპანიები რომლებიც პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ და რომელთაც საშემოსავლო გადასახადი არ აღემატება 750 ლარს, ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიდგომებს, რასაც კლინიკები კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

ცერცვაძის ინფორმაციით, ოზონოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ოზონის (O3) შეყვანა სპეციალური მეთოდით.

„შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგიერთ ახალ მიდგომაზე, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული. მაგალითად, მე ვისაუბრე ჩვენს გამოცდილებაზე პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების თაობაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იქნეს გამოყენებული იმიტომ, რომ სერიოზული შეზღუდვები აქვს. ასევე, საუბარი იყო ბათუმის გამოცდილებაზე, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ.

ყველამ იცის, რა არის ოზონი. ეს თერაპია გულისხმობს ოზონის (O3) შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერინზე, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 10 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცა, როგორც კოვიდ19-ის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება. ესეც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისაგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, რომელსაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებები,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

 

რუსთავი2