ჩვენ უკვე პიკში ვართ

წესით, ახლა ჩვენ პიკში ვართ. ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ, არ გვყავს ათასობით ინფიცირებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვამბობდით, რომ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ყველა გათვლებით დაავადების პიკი უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და ეს პიკი ათასობით არ არის. კი, ჩვენ უკვე წესით პიკში ვართ. ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ, პლატოზე, რათა ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს მცირე გორაკი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.