დღეს ინტერნეტში გავრცელდა “CHRISTIAN DAILY”-ის საიტზე დადებული ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ ისრაელში შექმნეს 100% შედეგის მქონე კორონა19-ის საკმურნალო პრეპარატი, რომელიც გამოსცადეს შვიდ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე. შედეგად ყველა მათგანი განიკურნა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამჟამად ელოდებიან ბიუროკრატიული პროცედურების გავლას რომ დაიწყოს აღნიშნული პრეპარატის წარმოება დიდი რაოდენობებით.
რა თქმა უნდა, მივესალმები, თუკი ეს ყველაფერი სიმართლეა. აქ არის მეორე მომენტი, ეჭვი, რომელიც მინდა გამოვთქვა საჯაროდ. წინასწარ ვამბობ, რომ ესაა მხოლოდ ჩემი ეჭვი, ვარაუდი, მაგრამ ამავე დროს მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ეჭვი ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა და მას აქვს თავისი საფუძველი.
მოკლედ გეტყვით: არაფერი გამიკვირდება ზოგადად მილიარდერებისგან და კერძოდ კი დიდი ფარმაცევტული კომპანიებისგან, რომლების ფუნქციონირებაში ადამიანების შიშით მანიპულირება თავიდანვეა ჩადებული. კერძოდ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მუხანათი აფიორის მომწსრენი, ვსვამ კითხვას: ხომ არ იყო თავიდანვე ჩაფიქრებული უდიდესი ფულის “მოჭრა” კორონავირუსის ასე აჟიტირებით და ხალხის დაპანიკებით?! შესაძლოა ჩანაფიქრი იყო ასეთი: ავრცელებენ ვირუსს, ხალხს აპანიკებენ მაქსიმალურად და ანტიდოტი, რომელიც მზად ჰქონდა ადამიანების რაღაც მცირე ჯგუფს, უცებ გამოდის ფარმაცევტულ ბაზარზე და საღდება როგორც კვლევების შედეგად შექმნილი ახალი პრეპარატი! ამ დაპანიკებული და გადარეული დედამიწის მოსახლეობის გათვალისწინებით, წარმოგიდგენიათ, რა ფულზეა საუბარი?! ელემენტარულად, 1 თეთრიც რომ დაადონ ფასი, რაც გამორიცხულია, ცხადია, მაინც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში შევლენ…
მე არ ვარ სხვადასხვა ტიპის “შეთქმულების თეორიების” დიდი მომხრე, მაგრამ რასაც ვვარაუდობ, ეს ყველაფერი არც ისე რთული გასაკეთებელი იყო, ამ “საქმის” ორგანიზებას არც დიდი შრომა, არც ბევრი ფული და არც სხვა რაიმე სირთულე გარდა მორალურ-ზნეობრივი ასპექტებისა არ გააჩნდა, თავად განსაჯეთ: არსებობს ვირუსი – გამოიგონეს ანტიდოტი – დაგეგმეს ოპერაცია, გაავრცელეს ვირუსი, დააპანიკეს ხალხი, გადარიეს ხალხი – “კვლევების შედეგად მიიღეს ანტიდოტი”- გაატარეს რეგისტრაციაში – დედამიწის მხსნელების სახელი მოიხვეჭეს – გაყიდეს – “მორჩა კრება”!
კონსტანტინე ჩიკვილაძე