იმნაძე-გამყრელიძეებს სასამართლოში უჩივლებენ

უკანასკნელ პერიოდში პლანეტარული მასშტაბი მიეცა ე.წ. პანდემიას და მასთან ბრძოლის კამპანიას, რომელმაც სულ უფრო მკვეთრი და კონკრეტული პოლიტიზირებული ფორმები მიიღო. საქართველო არათუ ჩამორჩა სხვა ქვეყნებს, არამედ რამდენადმე დაწინაურდა კიდეც ამ კამპანიაში, რომლის „წარმატებულად“ განხორციელებაში ლომის წილი ექიმ-ადმინისტრატორთა ერთმა ჯგუფმა შეიტანა.

საყოველთაო პანიკა მოსახლეობაში, სრულიად გაუგებარი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო რეკომენდაციები, დეზინფორმაცია ვირუსის კლინიკის, იდენტიფიკაციის, წინაისტორიის, მკურნალობის მეთოდიკის შესახებ – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „გმირობებისა“, რომლებიც, ჩვენდა საბედნიეროდ, არც თუ ისე დიდი ოსტატობით შეძლეს განეხორციელებინათ ექიმ-ინკვიზიტორებს: ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძეს, ლევან რატიანს და მათ სულგაყიდულ მიმდევრებს.

სახეზეა კონკრეტული სავალალო შედეგები ქვეყნის ეკონომიკის, სოციალური გარემოს და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ჩამოშლის მიმართულებით, რაც ზემოთ აღნიშნულმა „მოღვაწეებმა“ დამართეს საქართველოს სახელმწიფოს და მის მოსახლეობას. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მხოლოდ შემსრულებლები არიან ამ ვერაგული გეგმის, ხოლო დამკვეთები ხელისუფლებაში და სხვადასხვა პარტიულ სტრუქტურებში (მათ შორის, ოპოზიციურში) არიან ჩანერგილები.

დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ქართველი ხალხი შესაბამის განაჩენს გამოუტანს ამ ბანდიტების ხროვას. მანამდე კი, მივმართავთ სასამართლოს, რადგან ჯერ ფორმლური კანონმდებლობის ფარგლებში გასამართლდნენ ეს სუბიექტები, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულობები მოიცავს არა მარტო პროფესიონალური ეთიკის დარღვევას, არამედ გენოციდს საკუთარი ხალხის მიმართ და დივერსიას და საბოტაჟს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

სარჩელი მზადების პროცესშია. სასამართლო უნდა გახდეს საერთო-სახალხო სამსჯავრო. ამიტომ, მოგიწოდებთ, ხელმოწერებით გავაძლიეროთ ჩვენი მოთხოვნა სამართლიანობის მოპოვებაზე და დავანახოთ მტერს, რომ ჩვენ არა მარტო ბევრნი, არამედ ერთადაც ვართ!

– ნათქვამია ოპერატიული ინფორმაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის ანალიტიკური სააგენტო, აიპ “უსაფრთხოების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელის, დავით ფურცხვანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.