ყველაზე დიდ ქართველს ვერ ვაფასებთ, ოსები – აფასებენ! ცხინვალს სტალინირი ეწოდა

სააკაშვილის რეჟიმის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, გამომდინარე იმ ყალბი მითიდან, რომ სტალინს ოსური ფესვები აქვს, გადაწყვიტა, სტალინის სახელი დაარქვას ცხინვალს.

ამიერიდან, პრეზიდენტის ბრძანებულებით, კალენდრის გარკვეულ დღეებში, სახელწოდება “სტალინირი” გამოყენებულ იქნება “ცხინვალის” თანასწორად. ბიბილოვმა ეს ტოპონიმიური ცვლილება ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით დააკანონა.

ამიერიდან, რესპუბლიკური და საქალაქო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარებისას, როდესაც პატივი მიეგება 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილეებს და ფაშიზმზე გამარჯვება აღინიშნება, ქალაქი ცხინვალი ოფიციალურად სტალინირად იქნება მოხსენიებული (აღსანიშნავია, რომ 1934-1961 წლებში ცხინვალს ეწოდებოდა სტალინირი). რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას უკვე დაევალა, მოახდინონ ამ ღონისძიების პოპულარიზაცია, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, დიდი პოპულარიზაცია ამ ნაბიჯს არ დასჭირდება – ოსები ცალსახად დაუჭერენ მხარს გენიალური ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, მე-20 საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსის სახელის მინიჭებას ცხინვალისათვის.

მსოფლიოში ფაშიზმის დამმარცხებლის, ქართველი კაცის სახელი, რომლის ხსოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კონკრეტულად მის მშობლიურ გორშიც ვერ შევინახეთ ისე, როგორც საჭიროა, დღეიდან “გაოსდა”.

ჩვენი ლიბერასტური “კლასტერი” ზეიმობს და სულში აფურთხებს თავდახრილ, ნიღაბაფარებულ, გადაშენების გზაზე მყოფ ქართველობას!