“ოკუპანტი რუსეთის” გარეშე საქართველოში ხორბლის დეფიციტი შეიქმნება – თანაც მალე

საპანიკო ინფორმაცია არ არის, მაგრამ დასაფიქრებელია და საქართველოს საგარეო ორიენტირების გადაფასებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:

საქართველო  მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის კეთილ ნებაზე, ქართველ იმპორტიორებს ნება დართოს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის გარკვეული რაოდენობის გატანაზე. რუსეთის წილი საქართველოს ხორბლით მომარაგებაში 90%-ზე მეტია.

ყაზახეთი ალტერნატივად არ განიხილება, რადგან ეს ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, ხოლო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დროებით, კავშირს გარეთ არ გაიტანენ რიგ სტრატეგიულ პროდუქტებს ექსპორტზე.

უკრაინა ვერ შეავსებს დეფიციტს (მით უმეტეს, რომ უკრაინამაც მკვეთრად შეზღუდა ექსპორტი), რომელიც ზაფხულისკენ უკვე თავს იჩენს. საქართველოს მთავრობას აქვს 40 ათასი ტონა ხორბალი მომარაგებული, რაც სულ 3 კვირის მარაგს შეადგენს.

ასე რომ, ქართველი ხორბლის იმპორტიორები მოწიწებით ელიან “ოკუპანტი რუსეთის” ხორბალს – იქნებ და, რუსეთმა 31 ივნისამდე დაწესებული მორატორიუმი ხორბლის ექსპორტზე აღარ გააგრძელოს.

ხორბლის ფასი მატულობს. 210-215 დოლარიდან ტონაზე ხორბლის ფასმა უკვე 245 დოლარამდე მოიმატა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაც-ქოცური ხელისუფლება არ ფიქრობს, რომ ქვეყანამ თავად აითვისოს თავისი სავარგულები და ყოველი კვადრატული მეტრი მიწა, მიწის დროებითი ნაციონალიზაციის პირობებში, მოხნას და მოსავალი მოიყვანოს, უმუშევრად დარჩენილ ხალხს ტყუილად 300 ლარს კი არ დაპირდეს, არამედ ყანებში შრომა შესთავაზოს. საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი მოთხოვნილება საკუთარი ხორბლით დააკმაყოფილოს. ასე მუდმივად ვიქნებით დამოკიდებულნი “ოკუპანტ რუსეთზე”, რომელთანაც საერთო ენის გამონახვაც არ უნდათ ნაც-ქოცებს.

ნატო და ევროკავშირი პურს ჩვენი არსობისას ვერ ჩაანაცვლებენ!