მიკროავტობუსების მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ?

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მთავრობის მიერ გაწერილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 300 ლარის ოდენობით დახმარებას თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ.

როგორც თბილისის მერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებაში.

„ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ემსახურებოდა ექიმებს, მერიის თანამშრომლებს, ჩვენს კონტრაქტორებს. დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ყველა ამ მიმართულებით ქალაქს, ასევე, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანაში.

იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც კარანტინი უმთავრდება მიგვყავს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე ამ ყველაფერში ჩართული იყო ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები. თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.“ – განაცხადა კახა კალაძემ.