1.2 მილიონი მეტრის ასტეროიდი დედამიწას დღეს ჩაუფრენს

ასტეროიდი, რომლის სიგრძე დაახლოებით, 1.2 მილიონი მეტრია, დედამიწას დღეს ჩაუფრენს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს;

ასტეროიდი, სახელად „52768“, პირველად 1998 წელს აღმოაჩინეს. დღეს, 29 აპრილს, ის დედამიწას 791 მილიონი მილის მანძილის დაშორებით ჩაუვლის.

ეს დაშორება მთვარესა და დედამიწას შორის დაშორებაზე 16-ჯერ დიდია.

ცნობისთვის, Arecibo Observatory-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ თითქოს ასტეროდი სამედიცინო ნიღაბს „ატარებს“.

საზოგადოებაში ასტეროიდის სახელი დამკვიდრდდა, როგორც „ნიღბიანი ასტეროიდი“.

საქართველოს დროით ასტეროიდი დედამიწას დაახლოებით 14:00 საათზე ჩაუფრენს. მისი დანახვა ტელესკოპით იქნება შესაძლებელი.