დღეიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება იწყება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე თავდაპირველად სწრაფ ტესტებს გამოიყენებენ და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, PCR ტესტებზე გადავლენ.
„მიზნობრივი ჯგუფები ძალიან ბევრი იქნება, უპირველეს ყოვლისა მიზნობრივ ჯგუფში ჟურნალისტები ბრძანდებით. მე გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საჭიროების შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. მათ შორის დღეიდან დაიწყება მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცების ტესტირება, რაც ძალიან კარგი და მნიშნველოვანი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშნველოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკები“-განაცხადა გოფოძემ.