რა ცვლილებები შევიდა ანტიკრიზისულ გეგმაში?

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ პრემიერის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში ცვლილებები შევიდა, კერძოდ, პრემიერმა თქვა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 000 – მდე 6 თვეში მიიღებდნენ 600 ლარს, თვეში 100 ლარს.

სინამდვილეში კი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განმარტებით, სქემა ასე გამოიყურება:

„ამ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს: 1-სულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით, ორსულიანი 90 ლარის ოდენობით, სამსულიანი 105 ლარის ოდენობით და მერე მიდის ზრდა. 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600 ლარი იქნება თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი, თუმცა უმრავლესობა ოჯახზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე 600 ლარი“

პრემიერს არ უთქვამს, რომ საშუალოდ 600 ლარი იყო გამოყოფილი და ერთსულიანი ოჯახი 6 თვის მანძილზე 420 ლარს მიიღებდა, 2 სულიანი კი 6 თვის მანძილზე 540 ლარს, მან თქვა, რომ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არია 65 ათასიდან 100 ათასამდე მიიღებენ 6 თვეში 600 ლარს და თვეში 100 ლარს.

რატომ შევიდა ანტიკრიზისულ გეგმაში ცვლილებები უცნობია.

თამილა ბარკალაია ამბობს, რომ ზოგი ოჯახი მიიღებს 600 ლარზე მეტს – ოჯახები სადაც 3 და მეტი პირი ცხოვრობს და ეს თანხა არია 630 ლარი.

თუმცა, ასევე მინისტრის მოადგილის თქმით – ამ ეტაპზე, ასეთი სარეიტინგო ქულებით გვყავს სულ 70 ათასი ოჯახი, რომელიც თავის მხრივ შედგება 190 000 ადამიანისგან.

თვალითაც კი ჩანს, რომ 70 ათასივე ოჯახში რომ სამი სული ცხოვრობდეს, 190 000 ადამიანი კი არ იქნებოდა 70 ათასი ოჯახის ჯამი, არამედ 210 000.

რამდენი ოჯახია ამ 70 ათასში ერთსულიანი და რამდენი 2 სულიანი, მინისტრის მოადგილეს არ განუმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატისტიკის ნახვას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა.

ალია