თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტს გარკეული გართულებები აღენიშნება, კორონავირუსის ლეტალობის ინდექსი მაღალი არ არის. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის ლეტალურმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა.
„როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი ყველამ ერთად, რადგან ახალი იყო და მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ამ ვირუსის ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტარობის ინდექსის მაჩვენებელს“,- განაცხადა რატიანმა.