იმედია, საკამათო ამერიკულ პრეპარატს საქართველოში არ შემოიტანენ და ცდებს არ ჩაატარებენ!

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ექიმმა, ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი პრეპარატის რემდესივირის ეფექტიანობის შესახებ განაცხადა – საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს 1tv.ge.

შესაბამისი განცხადება ფაუჩიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ექიმმა ფაუჩიმ აღნიშნა, მედიკამენტის საერთაშორისო გამოცდას „საკმაოდ კარგი ამბები” მოჰყვა.

„მან დაადასტურა, რომ წამალს შეუძლია ვირუსის ბლოკირება”, – განაცხადა ფაუჩიმ და „რემდესივირის“ გამოცდის შედეგებს „ძალიან ოპტიმისტური“ უწოდა.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, პრეპარატმა შეამცირა ვირუსის სიმპტომების ხანგრძლივობის პერიოდი, ასევე მცირედით შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა, ფაუჩის თქმით, სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია სტატისტიკურად ძალიან დიდი არ ყოფილა, ამიტომ შედეგები დამატებით ანალიზს საჭიროებს.

თავად დონალდ ტრამპმა ფაუჩის განცხადებას კარგი ამბავი უწოდა. მისი თქმით, ეს კარგი დასაწყისია.

როგორც „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება, პრეპარატის გამოცდა 22 ქვეყანაში მიმდინარეობდა და მასში 1 063 პაციენტი მონაწილეობდა.

მაგრამ, არსებობს მეორე მხარეც. პრეპარატის შემქმნელი ბიო-ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences აშშ-ის ყოფილ თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდს ეკუთვნის, რომელმაც წამოიწყო “რემდესივირის” სატესტო წარმოება. როგორც “ფაინენშენელ ტაიმსზე” დაყრდნობით ვიუწყებოდით ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ “რემდესივირი” არ აუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას და ასევე არ ამცირებს სისხლძარღვებში პათოგენების რაოდენობას.

Financial Times-ის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვლევაში 237 პაციენტი მონაწილეობდა. მათგან 158-ს “რემდესივირით” მკურნალობდა, ხოლო კვლევის დასრულებისას მათი მონაცემები დანარჩენი 79-ისას შეადარეს და გაუმჯობესება არ აღინიშნა. ზოგიერთი პაციენტის ორგანიზმში  პრეპარატმა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები აჩვენა, რის გამოც 18 პაციენტი კვლევას გამოეთიშა. კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანია “გილიედ საიენსის” აქციები 6%-ით დაეცა.

როგორც ჩანს, ენტონი ფაუჩი, რომელიც თავად შეერთებულ შტატებში საკმაოდ საკამათო ფიგურაა, რომელიც, ბევრის აზრით, განზრახ სთესს პანიკას, იწყებს ამერიკული ფარმაინდუსტრიის ლობირებას, რაც ძალზე საშიში პროცესია.

იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონები ა. გამყრელიძე და პ. იმნაძე, რომლებიც ენტონი ფაუჩისთან ნაცნობობით ამაყობენ, არ გათამამდებიან და ამერიკული პრეპარატის ლობირებას საქართველოში არ დაიწყებენ. ამერიკელებს სჩვევიათ, ჩვენნაირი სუსტი ქვეყნები საცდელ პოლიგონად გამოიყენონ. იმავე “ლუგარის ლაბორატორიაში” შემოტანილი იყო ზემოთ ნახსენები Gilead Sciences-ის მიერ შექმნილი პრეპარატი სახელწოდებით “სოვალდი”, რომელიც საცდელ რეჟიმში გამოიყენებოდა C-ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს მოაქალაქეებზე.