COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება.
ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიას განაგრძობს. შემუშავდა COVID-19-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგიაც.
კამპანიის მთავარი ამოცანაა, შესაბამის ადრესატებამდე ინფორმაციის მიტანა იმ სერვისებისა და დახმარების შესახებ, რასაც სახელმწიფო ძალადობაგამოვლილ ადამიანებს სთავაზობს; ასევე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინების ალტერნატიული გზების შეთავაზება და საზოგადოების ჩართვა კრიზისის დროს ძალადობის გამოვლენაში.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობით, საკარანტინო სასტუმროებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება ინფორმაცია, როგორც საკონსულტაციო და გადაუდებელი ცხელი ხაზების, ასევე თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების შესახებ.
საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კრიზისისას იმატებს ძალადობის რისკი. შესაბამისად, მნიშნელოვანია, ქვეყანაში დაბრუნებულ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ.
კამპანიის ფარგლებში, ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისებისა და ცხელი ხაზების შესახებ, მომავალი კვირიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო ქსელებსა და მაღაზიებშიც განთავსდება. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, საკომუნიკაციო კამპანია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.
“კურიერი’