როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ეროვნულ გამოცდებზე გადაწყვეტილება მოცემულ მომენტში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს ყველა უწყებისთვის რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის განათლების სამინისტრო. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, თუმცა მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგება ეს ფაქტი, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილი იქნება იმ ეტაპისთვის მდგომარეობა საქართველოში, თუ როგორი არის ვირუსის და ეპიდემიის გავრცელება“-განაცხადა ტიკარაძემ.