საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფექციით ჯამში 8 პაციენტია გარდაცვლილი.
ოფიციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 582-მდე გაიზარდა. დადასტურებული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელებულია 207 მოქალაქე.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში ამ ეტაპზე 5025 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 ადამიანი რჩება.
წყარო: “კურიერი”