კახეთში კორონავირუსი სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა

კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე დაინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, თუ სად დაინფიცირდა სასწრაფო დახმარების ექიმი, ეს ჯერ უცნობია.

 

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”