მოხუცთა პანსიონატი წყლის კომპანიამ სოლიდური თანხით დააჯარიმა

ხანდაზმულთა პანსიონატ “ბასილიადა”-ს კომპანია “ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერ”-მა კომერციული ტარიფის 4. 40 ლარის გადახდა და 3075 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ორგანიზაციის მმართველი რუსუდან ბერიძე სოციალურ ქსელში წერს და წყლის კომპანიის ხელმძღვანელს ღია წერილით მიმართავს:

“ყველაფერი დამთავრდა !
კომერციული ტარიფი 4,40 და 3075 ლარი ჯარიმა!

საქართველოში წყალში ხანდაზმულთა პანსიონატმა უნდა გადაიხადოს კომერციული ტარიფით, როგორც საწარმომ, როგორც რესტორანმა, როგორც კაზინომ! გარჩევა არ არსებობს! სულ ერთია რას საქმიანობ! მთავარია მოსახლე არ ხარ! არადა ვართ ერთი დიდი ოჯახი ვართ , რომელიც მათი წყალობით შეიძლება აღარც ვიყოთ !!! მე გამამადგურა ამ დილის ონლაინჩართვამ!

ჩემებს ვერსად ვერ გავუშვებ და ამ ტარიფით ვერც მოვუვლი ! – ,, ყველაფერი კარგად იქნება” -აქ არ მუშაობს!
აქ ყველაფერი მართლა გადასახადებში უნდა იხადო ! და მოხუცები წყალწყალა სუფზე უნდა გყავდეს ! ოღონდ სუფსაც წყალი ჭირდება! ვფიქრობ და გზას ვერ ვხედავ!”– წერს რუსუდან ბერიძე.

აქვე გთავაზობთ ღია წერილს, რომელიც რუსუდან  ბერიძემ “ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერი”-ს ხელმძღვანელს, გადაწყვეტილების მიღებამდე მიწერა:

“მოგესალმებით ბატონო ირაკლი:
მე გახლავართ ხანდაზმულთა პანსიონატი ,, ბასილიადა”-ს მმართველი რუსუდან ბერიძე. არ მაქვს იმედი, რომ რაიმე გეცოდინებათ ჩემსა და ჩემ მოხუცებზე, ამიტომ ერთ პატარა ვიდეოს გამოგიგზავნით ჩვენზე ზოგადი წარმოდგენა  რომ შეგექმნათ. ჩემი მხრიდან კი დავამატებ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ (კარგ შემთხვევაში, თუ რათქმა უნდა მოიცლით და ნახავთ) ეს ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს!  ჩვენი არსებობის მანძილზე ეს პირველად გავიფიქრე, როდესაც თქვენი კომპანიიდან მოვიდნენ და 3000 ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს! ( რატომ მრიცხველი არ გაქვთ! და კომერციული ტარიფით 4 ლარი და 40 თეთრი! არ სარგებლობთო)

პირველად შემეპარა ეჭვი, რომ ვეღარ ვიარსებებთ!!! ჩემი მოხუცები მოვლილი, სუფთა და გაწკრიალებულები არიან, რასაც კომერციული ტარიფიანი მრიცხველით 10% -საც ვერ გავაკეთებ!

მე მოხუცს ვერ ავუხსნი, რატომ უნდა იბანავოს 10 წუთი, რატომ არ უნდა გამოვუცვალოთ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თეთრეული( მოგეხსენებათ ხანდაზმულისთვის ეს აუცილებელია) რატომ არ უნდა ვწმინდოდ სველი წესით დღეში რამოდდნიმეჯერ იატაკები და ავიცილოთ უსუფთაობა და ინფექციები!!! მოკლედ ბევრ რამეს ვერ ავუხსნი, ალბათ გყოლიათ ბებო და ბაბუ და იცით, რომ რაღაც ასაკში აღარ უნდათ გაიგონ შეზღუდვები!!

ჩვენ არ ვართ კომერციული ორგანიზაცია, არ გვაქვს შემოსავალი და მითუმეტეს მოგება!
ჩვენი კომერციული ტარიფით გამრიცხველიანება დაგვღუპავს !! მე პირადად გადავყვები ამ ამბავს, ჩემთვის ეს სიცოცხლის ტოლფასია! – ნათქვამია რუსუდან ბერიძის ღია წერილში.

 

წყარო: “მარშალპრესი”