ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა, მოსახლეობას “გვირილობის” დღესასწაული მიულოცა.

მეუფემ საზეიმო პარაკლისი ბაგრატის ტაძარში აღავლინა. მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

“ყველაფერი დაკეტილია, რესტორნები, თეატრები, კლუბები, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ, ამ სიხარულს, რომელსაც ვერაფერი მოერევა. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ქუთათურებს და ნელ-ნელა მეც ვხდები ქუთაისელი,” – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

ზუსტად 12 საათზე ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში “ორმაისობასთან” დაკავშირებით, საზეიმოდ ზარები დაირეკა.

“კურიერი”