სოროსელებო, „ნიუსფრონტის“ ფეისბუკ-ანგარიშების გაუქმება ვერ გიშველით, სიმართლე გაიმარჯვებს!

უკვე ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც სოციქსელ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ დაიწყო საინფორმაციო სააგენტო News Front -ის ანგარიშების დაბლოკვის მცდელობები. პერიოდულად იბლოკებოდა საერთაშორისო სააგენტოს სხვადასხვაენოვანი საიტები, მაგრამ გუშინწინ, 30 აპრილს განხორციელებულმა ანტიდემოკრატიულმა შეზღუდვებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

განსხვავებული აზრისა და ალტერნატიული ინფორმაციების წინააღმდეგ, როგორც ყოველთვის, საქართველოში მოქმედი სოროსული ორგანიზაციები გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში, „თავი გამოიჩინა“ ეგრეთ წოდებულმა „საერთაშორისო საზოგადოებამ სამართლიანი არჩევნებისთვის და დემოკრატიისთვის“[ISFED]. ამ ორგანიზაციამ ღიად გაილაშქრა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და აზრის გამოხატვის შეზღუდვის აუცილებლობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით „დაასაბუთა“.

ISFED -მა მოითხოვა „ნიუსფრონტთან“ ერთად კიდევ 13 ოფიციალური გვერდის, 35 გაერთიანებისა და დაახლოებით 50 პირადი სააღრიცხვო ანგარიშის გაუქმება. სოროსული ორგანიზაცია თავად ადასტურებს, რომ მისი წევრები 2019 წლის ნოემბრიდან არიან ჩასაფრებულნი და ეძებენ „ნიუსფრონტის“ მიერ ჩადენილ დარღვევებს. საბოლოო ჯამში, მათ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას მიმართეს, რომ სააგენტოს გვერდი დაბლოკილიყო ანტიდასავლური პუბლიკაციების გამო. სოროსული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ ტრაბახით განაცხადა, რომ მან გააუქმებინა „ნიუსფრონტის“ გვერდები სოციალურ ქსელში.

„ჩვენ რამდენიმე თვის განმალობაში ვადევნებდით თვალს ქართული „ნიუსფრონტის“ საინფორმაციო ოპერაციებს და ჩვენი დასკვნები „ფეისბუკს“ წინა კვირაში გავუზიარეთ“ – განაცხადა ბენიძემ თავის „ტვიტერის“ ანგარიშში.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს დამაქცევარი ჯორჯ სოროსის ფონდმა ISFED-ს პირველი გრანტი 300 ათასი დოლარის ოდენობით, 2004 წელს დაუმტკიცა, მაშინ, „რევოლუციურ“ პირობებში ჩატარებული არჩევნების გასაკონტროლებლად. აგრესიული ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“, რომელიც რადიკალი ანტიმართლმადიდებელი სოროსელებისგან შედგებოდა, სწორედ ISFED-თან ერთად მოქმედებდა.

აი სააკაშვილის რეჟიმის ეს გადმონაშთი ებრძვის თავისუფალ მასმედიას. ISFED -ს სოროსის ფონდთან ერთად, ნიდერლანდების საელჩო, აშშ-ის განვითარების სააგენტო და სხვა უცხო სახელმწიფოთა საელჩოები და სააგენტოები აფინანსებენ. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მუშაობს და ახორციელებს საკუთარი დამკვეთების პოლიტიკურ ნებას.

მაგრამ „ნიუსფრონტი“, მიუხედავად ასეთი არათანაბარი ძალებისა, როდესაც თავისუფალი სიტყვის მოწინააღმდეგეებს ამდენი დონორი ჰყავთ, ჩვენ კი ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, თავის სათქმელს მაინც იტყვის – მათ შორის, „ფეისბუკის“ გამოყენებით. რედაქცია მოუწოდებს ყველა მკითხველს, ნებისმიერი ნიუსი, რომელიც მათ დააინტერესებთ, გაავრცელონ თავიანთი პირადი ფეისბუკ-ანგარიშების და ჯგუფების მეშვეობით.

სოროსელები ხალხს ვერ დაუმალავენ მართალ სიტყვას, ეს ტრიუკი არ გაგივათ, სიმართლე გაიმარჯვებს!