მოზარდი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა. ბავშვი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სასწრაფოს გადაჰყავდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.
ქუთაისში, ნიკიას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ ბავშვს რამდნეიმე საათის წინ დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.