სეტყვამ საჩხერის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

საჩხერის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო.

მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. საჩხერის მერის ბენიამინე ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა ნათესების და ვენახის დაახლოებით 30%.

მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”