ამერიკისა და ბრიტანეთის საზღვაო ძალები საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში ბარენცის ზღვაში შევიდნენ. ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სამსახური ავრცელებს.
„ბიზნესინსაიდერის“ ინფორმაციით, გამანადგურებელი ხომალდები არქტიკის ოკეანეში, რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის ახლომდებარე ტერიტორიულ წყლებში იმყოფება, რაც 80-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა. საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფრთხილება გაეგზავნა.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფლოტი თვალყურს ადევნებს და აცილებს ნატო-ს წევრი ქვეყნების სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილ ფრეგატებს. – ipn.ge.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სამხედრო ფლოტში მასობრივად არის გავრცელებული “კოვიდ-19”, ფლოტის ხელმძღვანელობა ზუსტ ციფრებს მალავს. რუსეთს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში უძლიერესი ატომური ფლოტი ჰყავს მობილიზებული, რუსეთისთვის ამერიკული გემები, ამ ფორმატში, მხოლოდ კორონავირუსიანი მეზღვაურებით არის “საშიში”. – “ნიუსფრონტი”.