გვაქვს პოზიტიური მოლოდინები და ბევრი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით

ბათუმის კლინიკა „მედალფა“ კორონავირუსისგან კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სავარაუდოდ დღეს სამედიცინო დაწესებულებას კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს.

ნიჟარაძის თქმით, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ 78 წლის მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხსნეს მართვითი სუნთქვიდან, ასევე აქვს გამოჯანმრთელების სიმპტომები.

„ამჟამად გვყავს 23 პაციენტი, დღის ბოლომდე კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს, თუმცა ამ კვირაში გვაქვს უფრო პოზიტიური მოლოდინები და ბევრის გამოჯანმრთელებას ველოდებით“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.