პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 5-მა პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაცია ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების “ფეისბუქის” გვერდზეა გამოქვეყნებული.
„4 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 87 პაციენტი, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 74 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 6 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 76 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: newposts.ge