განსაკუთრებით გაძვირებულია იმპორტირებული პროდუქტი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო.
“ფასების მატება ხილზე, რძის ნაწარმზე და ტკბილეულზე მკვეთრად შეინიშნება. ფასები გაზრდილია თევზეულზე და სხვა სახის ხორცზეც. პანდემიამ, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა ფასებზე, თუმცა ამ ეტაპზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება გვიჭირს თუ როდის შეიძლება დასტაბილურდეს ფასები,”- აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
“კურიერი”