თქვენ როგორ ფიქრობთ მეუფეს გაუხარდა მომხდარი ფაქტი ?!

მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში წერს:

“რაც შეხება მეუფე იობს, მე გავიცანი 2011 წელს მისთვის უცხო ადამიანს გამომიწოდა დახმარების ხელი, როგორც ადამიანი სასულიერო პირი არის ღირსეული, როცა შორიდან აკვირდები შეგიძლია ესროლო ტალახი მაგრამ მის ეპარქიაში გავატარე ბევრი წელი, ყველამ იცის რომ საქართველოში დიდი ეპარქია აქვს ყველას ვერ გააკონტროლებს და გამორიცხულიც არის, სასულიერო პირების ნაწილი მის ლმობიერობას ცუდად იყენებენ ის ცდილობს ადამიანში მოახდინოს ფერისცვალება, მასთან მისული ყოველი მოყვასი მიხვდება რამხელა სიყვარულით არის, იჯერებს ყველაფერს ადამიანების მხრიდან ადვილად და ემოციურ ფონზე აკეთებს ზოგჯერ განცხადებებს სრულყოფილები არავინ არ ვართ,თქვენ როგორ ფიქრობთ მეუფეს გაუხარდა მომხდარი ფაქტი ?!ან ფიქრობთ რომ სხვაგან არხდება ესეთი რაღაცა ?!

მან არ დამალა ფაქტი მან დაბრკოლება აირიდა მრევლის, რაც შეხება უღირსი სასულიერო პირები ჩემი მის ეპარქიაში ყოფნის დროს ბევრი დასაჯა საეკლესიო კანონით, მას უყვარს ბერ-მონაზვნები მას უყვარს ადამიანები და ამ სიყვარულს ბევრი უკან უბრუნებს ცუდათ,უბრალოდ მე კარგად ვიცნობ მას და ვიცი როგორი ადამიანიც არის”-წერს მამა ნექტარიოს  მჭედლიძე.