ტელეკომპანია “პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია პოლიტიკის ექსპერტის, გია აბაშიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს “ბოდვას“ უწოდებს.
საუბარია აბაშიძის იმ პოსტზე, რომელშიც ექსპერტი აცხადებს, რომ “TV პირველზე“ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა კონტროლი დაამყარა და როგორც უზურპატორს სჩვევია, საკუთარ წარმომადგენლად, “სანდოობის ზენიტში მყოფი ფილდკომანდერი, უკადრებლის მკადრებელი ნოდარ მელაძე მიავლინა“.
“აბაშიძის ბოდვებზე კომენტარის გაკეთებისთვის მცალია?!“ – განუცხადა “2020NEWS“-ს ინგა გრიგოლიამ.