კახეთი კვლავ მწვანე ზონაა – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით,
ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს, რომლიც კორონა ვირუსის დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული, სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს. ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს,რაც განმეორებითმა PCR ტესტით ჩატარებულმა კვლევებმა COVID-19 ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, რომ უნდა მოიძებნოს მიზეზი და გაირკვეს, თავდაპირველად რატომ დადგა covid 19 ზე დადებითი პასუხი.