სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნოს. ამ საბჭოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს – ინფორმაციას censor.net-ის ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ავრცელებს.

ჟურნალისტი წერს, რომ სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დანიშნავენ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლება ექნება, მინისტრთა კაბინეტის სხდომებში მონაწილეობა მიიღოს.

2 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

 

წყარო: “თაიმერი”