15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება, 1 ივლისისთვის კი უცხოელი ტურისტების მიღება დაიწყება

15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის გაიხსნება – ამის შესახებ განცხადება ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გიორგი გახარიამ გააკეთა:

“ყველაზე მნიშვნელოვანია გეგმა, რომ 15 ივნისიდან ჩვენი ტურისტული სექტორი იყოს მზად, გაიხსნას შიდა ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან ჩვენი ტურისტული სექტორი, სატრანსპორტო სექტორი, სახმელეთო საზღვრები, ისევე როგორც საჰაერო ფრენები ეტაპობრივად უნდა აღდგეს, რომ ქვეყანა იყოს მზად, სტუმრებს შესაბამისად უსაფრთხოების მაღალი ხარისხით უმასპინძლოს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

რუსთავი2