საქართველოში 275 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.ამჟამად სხვადასხვა კლინიკებში მხოლოდ 331 დაინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას, რაც ძალიან კარგია. 275 გამოჯანმრთელდა და გაეწერა და 331 მკურნალობს, თუ ასე გაგრძელდება, ალბათ იქნება კარგი და სერიოზული განსხვავება. 5-ვე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია, მათ შორის 3 საკარანტინო სივრციდანაა და გრძელდება ახლა მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჩვენ ახალი პაციენტი არ მიგვიღია, გვყავს 47 პაციენტი, 4-მა გამოჯანმრთელებულმა გუშინ დატოვა კლინიკა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.