როდესაც დღეში 30 ინფიცირებული გვყავდა, მაშინ გვქონდა პიკი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულიგანყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვირუსთან არ შეიძლება გათამამება.
„ამ ვირუსთან გათამამება არ შეიძლება, მიღებულმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომ ასეთი მშვენიერი შედეგი გვაქვს.
გავრცელებულია ინფორმაციაა, რომ ეს ინფექცია არაფერი არ არის, მართლაც რომ არაფერი იყოს, ის ძალიან ხანგრძლივია. ვირუსი ორგანიზმიდან ადვილად არ გადის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა. 275 უკვე გამოჯანმრთელდა. 9 გარდაცვლილია და 331 პაციენტია მკურნალობს ამჟამად, მხოლოდ.