ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სასტუმროებისთვის უპრეცედენტო პროგრამას იწყებს:
მთავრობა ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდეა, მათი საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას მოახდენს, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება.
მინისტრი ამბობს, რომ ასეთი სასტუმრო 95%-ზე მეტია.
“ასევე დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ასევე დაეხმარება ჩვენს ტურისტულ ობიექტებს, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დავეხმარებით მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც ჩვენ ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას”- განაცხადა თურნავამ.