საქართველოში კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოიყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უსაფრთხო ზონებად განსაკუთრებით ის კურორტები გამოიყოფა, რომელსაც ტრადიციულად სუნთქვის პრობლემებისთვის მიმართავდნენ:
“საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს. ეს შეიძლება იყოს: წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვები. განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები. ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ტურიზმის აღდგენისთვის რამდენიმე მნიშნელოვანი კონტროლის წერტილია აუცილებელი”-განაცხადა გახარიამ.